logo_geo
eng_logo
მარინა კახიანი: ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა… ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!
- +

18 თებერვალი. 2020. 17:06

 

მსახიობი მარინა კახიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

 

„გადმოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ადრე ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული გვქონდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომელთაც სხვა პროფესია არა გვაქვს, გვერდით დაგვიდგა. თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!“ - განაცხადა მარინა კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner