logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაცმოძრაობის“ მიმართულებით უამრავი საქმე ჯერ კიდევ მისაყვანია ბოლომდე
- +

18 თებერვალი. 2020. 18:32

 

„ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში როლი ითამაშა 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების მიმართ შოთაძის დღევანდელმა პოზიციამ“, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დანიშვნის ფაქტი შეაფასა.

 

მისი თქმით, შესაძლოა, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ საქმეებს დასასრულამდე შოთაძე მიიყვანს.

 

„ცდილობენ ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც წავა თანამდებობიდან, იმავე თანამდებობაზე აღარ აღმოჩნდეს, ეს თვითონ ადამიანისთვისაა უხერხულობის შემცველი. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში როლი ითამაშა 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების მიმართ შოთაძის დღევანდელმა პოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობის“ თემატიკა იყო მგონი, ძირითადი მოტივი, რომ სწორედ შოთაძე და არა სხვა აღმოჩნდა მთავარი კანდიდატი. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებით უამრავი საქმე ჯერ კიდევ მისაყვანია ბოლომდე და შეიძლება მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ საქმეებს მიიყვანს დასასრულამდე“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner