logo_geo
eng_logo
საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 217 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა
- +

18 თებერვალი. 2020. 19:15

 

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 31 ხმით 1 წინააღმდეგ დაამტკიცეს. დედაქალაქის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა.

 

საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

 

დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner