logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მთელ რიგ პარტიებში სრული გაურკვევლობაა
- +

13 ივნისი. 2016. 14:49


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ქანთარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" კანონიერი გზით ვერ მოვა ხელისუფლებაში და შესაძლებელია, „მაიდნის" მსგავსი სცენარის განმეორება მოხდეს არჩევნების მეორე დღეს, მაგრამ საზოგადოება არ აჰყვება. ქანთარიამ ასევე ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში. ქანთარიას განცხადებით, მათ არ აქვთ გარკვეული, რა უნდათ, ამიტომ საზოგადოება არ ანდობს მათ მმართველობას და შესაბამისად, „ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა.


ნაციონალური მოძრაობა" კანონიერი გზით ხელისუფლებაში რაფრით მოვა, ამიტომ რასაკვირველია, მის გეგმებში შედის, არჩევნების მეორე დღეს მოხდეს გარკვეული ქაოსი, არეულობა, რაღაც მადნის" მსგავსი სცენარის გამეორება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას არც საზოგადოება აჰყვება და ხელისუფლებაც საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ მათ წითელი ხაზები ვერ გადალახონ და კანონი ვერ დაარღვიონ, ხოლო თუკი ამას შეძლებენ, სწორედ იმ ადგილებში მოხვდებიან, სადაც კანონის დამრღვევები არიან.

მთელ რიგ პარტიებში სრული გაურკვევლობაა. იქ არიხალხი, რომელიც საქართველოში ჩვენს დროს ჩამოვიდა. წესით, ისინი ყოველ დღე სანთლებს უნდა ანთებდნენ, რადგან გაქცეული იყვნენ და ვერასდროს გაბედავდნენ ქვეყანაში ჩამოსვლას და ახლა ვითომ ოპოზიციურად არიან განწყობილი. დარწმუნებული ვარ, მათ საზოგადოება ხელისუფლებას არ ანდობს. ამიტომ„ქართული ოცნება" მოვა ისევ უმრავლესობით", - განაცხადა ქანთარიამ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner