logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა
- +

18 თებერვალი. 2020. 19:45

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

 

 

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის, ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, თუმცა, აღინიშნა რომ უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა მათი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ამ კონტექსტში ბ-ნმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე,  მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მიღწეულ შედეგებზე, ასევე შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე.

 

საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხსაც.

 

 

 

მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და  საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე.

 

საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში, მალაიზიის პარლამენტის სპიკერი მიესალმა საქართველოს სურვილს ASEAN-თან და AIPA -სთან ურთიერთობების გააქტიურების შესახებ და აღნიშნა რომ მალაიზია მხარს უჭერს საქართველოს აღნიშნული მიმართულებებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner