logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ
- +

18 თებერვალი. 2020. 20:33

 

 

 პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე ოპოზციურ პარტიებს მოუწოდებს, მმართველ გუნდთან  მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

 

“ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა პარტია ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ცალკე შეხვედრები და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე.

მე ასევე, მივესალმები საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, აქ საუბარი იყო პროცენტურ ბარიერზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სამსჯელო და ყველაფერი უნდა განვიხილოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მმართველი გუნდი მზად არის და დასხდენენ მოლაპარაკების მაგიდასთან.“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner