logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: სააკაშვილის პირადი შტაბი გაერთიანებული ოპოზიციის თავის ტკივილია
- +

18 თებერვალი. 2020. 22:41

 

 

”მიხეილ სააკაშვილი ამბობს-არა, გაანებეთ თავი ამ „ევროპულ საქართველოს“, მოდი ჩემთან“-ასე ეხმაურება, ექსპერტი მამუკა არეშიძე „აიპრესთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, სადაც ის „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, პირადი შტაბის შექმნაზე საუბრობს.

 

 

პოლიტოლოგის, მამუკა არეშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული პირადი შტაბის შექმნა გაერთიანებული ოპოზიციისთვის თავის ტკივილია.

 

„მიხეილ სააკაშვილის მიერ შტაბის გახსნის დაანონსება, პირველრიგში, გაერთიანებული ოპოზიციისთვის არის თავის ტკივილი. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მიზიდულობის ახალი სივრცე გააჩინოს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ლიდერები არიან „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელები. პრაქტიკულად გამოდის რომ მათ გარშემო ტრიალებს გაერთიანებული ოპოზიცია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს-არა, გაანებეთ თავი ამ „ევროპულ საქართველოს“, მოდი ჩემთან. მოხდება თუ არა განხეთქილება?! რა საკვირველია, მოხდება.

 

შეიძლება, საზოგადოება ვერ ხედავს, მაგრამ ნაპრალი იმდენად დიდია „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, კერძოდ იმდენად  „ნაციონალური მოძრაობა“ არა, კონკრეტულ პიროვნებას, მიხეილ სააკაშვილს შორის, ამ ნაპრალის უგულველყოფა არ შეიძლება, განსაკუთრებით საარჩევნო წელს.

 

ეს, არის შიდა ბრძლის შედეგი. მიხეილ სააკაშვილმა დაინახა რომ ის ხაზი, რომელიც მას სჭირდება და აწყობს არ გამოდის. „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ დომინანტი ხდება „ევროპული საქართველო“ და გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა.

 

ეს თავისთავად განსაკუთრებულ შედეგს ვერ მოიტანს. მიხეილ სააკაშვილი მოახდენს ძალების, მისი გუნდის მობილიზებას. ეს არ ნიშნავს რომ მის გუნდში ვნახავთ იმ სახეებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის დროს პერიოდში გვინახავს,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner