logo_geo
eng_logo
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი დღეს გაიმართება!
- +

13 ივნისი. 2016. 14:52


13 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. საღამოზე შესრულდება რახმანინოვის, მოცარტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. სოლისტები არიან ალექსანდრე კორსანტია, თამარ ლიჩელი და სანდრო ნებიერიძე.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 2016 წლის 10-13 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მუსიკოსებთან ერთად - ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი - მონაწილეობდნენ ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო (იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე. წელს საფუძველი ჩაეყარა ფესტივალისთვის ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენას - იტალიის ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე - „Ibla Grand Prize"- საქართველოს სახელით დაწესდა პრემია, რაც გულისხმობს კონკურსის ლაურეატთა ჩამოყვანას საქართველოში. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დღე (12 ივნისი) სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულებს დაეთმო. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელია თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner