logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: მეხილეობის ძველი ტრადიციების აღდგენა და ამ დარგში დათმობილი პოზიციების დაბრუნება გვჭირდება
- +

19 თებერვალი. 2020. 01:26

„საქართველოს სოფლის მეურნეობის ძლიერი მხარე მეხილეობის იმ ტრადიციების აღდგენაა, რომელიც ჩვენთან ადრე არსებობდა, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ პოზიციები დავთმეთ,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT - ანალიზი“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო ამ ტრადიციების აღდგენა და მეხილეობაში თანადაფინანსებით კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

 

„საქართველოს ძლიერი მხარე მეხილეობის იმ ტრადიციების აღდგენაა, რომელიც ჩვენთან ადრე არსებობდა, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ პოზიციები დავთმეთ. ვაშლის პლანტაციები დიდწილად ამორტიზებული იყო, ვაშლის ჯიშები საერთაშორისო ბაზარზე კომერციულად კონკურენტუნარიანი არაა. არათუ ექსპორტზე, ჩვენ შიდა ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებდით, ამიტომ ბოლო წლებში იმპორტი პოლონეთიდან, ირანიდან, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ჩვენ დავიწყეთ ამ ტრადიციების აღდგენა და მეხილეობაში თანადაფინანსებით კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

 

მხოლოდ საგრანტო პროექტით „დანერგე მომავალი“ ვაშლის პლანტაცია 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. ამ პროექტში ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს: ეს უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ბაღები, 1 ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 40 ტონაზე მეტი უნდა იყოს. შესაბამისად, ახლად გაშენებულ 1000 ჰექტარზე ჩვენ ვიღებთ 50-60 ათასი ტონა ვაშლის მოსავალს. საქართველოში მოთხოვნა დაახლოებით 55 ათასი ტონაა. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ამ ბაღში წარმოებული პროდუქცია სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner