„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება.
„ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ეს მუშაობა დავასრულეთ. შესაბამისი კანონმდებლობა გაეგზავნება პარლამენტს და რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისთვის და უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეკონომიკაში კაპიტალის გადანაწილებისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება, ისევე, როგორც ფონდების შესახებ კანონი, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.