„ხისტმა რიტორიკამ, რომელიც თავის დროზე საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ აირჩია, მიგვიყვანა შეიარაღებულ კონფლიქტამდე 2008 წელს“. - ასეთი პოზიცია დააფიქსირა გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ უოლკერმა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი „უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია - „უბრალოდ ნერვიულად კი არა, აგრესიულადაც კი“.
„და მე ვთვლი, რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთ მდგენელი იმისა, რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, და სწორედ ამან გახადა შეუძლებელი რუსეთსა და საქართველოს შორის ნებისმიერი ურთიერთობა“, - აცხადებს უოლკერი.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ახლანდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყა რუსული აგრესიის შესახებ“, - ამბობს დიპლომატი.
2008 წელს სააკაშვილმა შეიყვანა ქართული ჯარი თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩაერია რუსეთი. მოგვიანებით მოსკოვმა ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.