logo_geo
eng_logo
ირაკლი ზაქარეიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას...
- +

19 თებერვალი. 2020. 12:24

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს.

 

 

+18

 

წარმოგიდგენთ უკრაინელი ჟურნალისტების გადაღებულ შოკისმომგვრელ საგამოძიებო-დოკუმენტურ ფილმს, რომლის შინაარსიც დაგარწმუნებთ, რომ ჯო ბაიდენის მფარველობის ქვეშ და მისი გუნდის მხარდაჭერით, ჩადენილი იქნა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული: 2014 წლის 19 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილისა და მისი უკრაინელი თანამზრახველების ორგანიზებით, სნაიპერ-ლიკვიდატორების მიერ მოკლული იქნა 106 მოქალაქე და პოლიციელი... დაიჭრა და დასახიჩრდა ასობით ადამიანი და სპეცრაზმის თანამშრომელი... ამის შემდეგ, ქალაქ ოდესაში ინსპირაცია გაუკეთეს მასობრივი შეტაკებებს, რა დროსაც პროფკავშირების შენობაში ცოცხლად დაწვეს ათეულობით ადამიანი.

 

ამ დანაშაულს მფარველობდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და უშუალოდ ჯო ბაიდენის ჯგუფი, რომლებმაც დანაშაულებრივი გარიგების შედეგად, უკრაინულ მხარეს საშუალება არ მისცეს ჩაეტარებინათ ობიექტური გამოძიება, დაედგინათ სიმართლე და დამნაშავეები დასჯილიყვნენ. მოხდა პირიქით - დანაშაულის ორგანიზატორები გამწესდნენ უკრაინის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე, პასუხისგებაში მიეცენ უდანაშაულო სპეცრაზმელები, ხოლო ჯო ბაიდენმა და მისმა გუნდმა კორუფციული მაქინაციების შედეგად მრავალ ასეულმილიონიანი მოგება მიიღეს.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო და ბატონო პრეზიდენტო - დარწმუნებული ვარ, თქვენი უშუალო კონტროლის ქვეშ სათანადოდ ჩატარდება კიევის მაიდანზე განვითარებულ მოვლენათა გამოძიება და საერთაშორისო დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს!..

 

(ფილმში მოყვანილია ქართველი სნაიპერებისა და სხვა პირების აღიარებითი მიმართვები, სიუჟეტი გაჯერებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით.)

 

ანნა სტეფანის ფილმი - „დამსხვრეული იმედების მოედანი“, - წერს ზაქარეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner