logo_geo
eng_logo
„დაგვშორდა დიდი მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი - მერაბ ჯიბლაძე“
- +

16 თებერვალი. 2016. 14:24



პარტია „თეთრების" პოლიტიკური საბჭო ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორის მერაბ ჯიბლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:


სამუდამოდ დაგვშორდა ჩვენი დიდი მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი, ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე. დაგვშორდა, რათა მიახლოებოდა ერთი წლის წინ ზეცად ამაღლებულ უსაყვარლეს მეუღლეს, რომლის გარეშე დროებითაც ვერ გაძლო... ან რომელი ერთი ტკივილისათვის გაეძლო ყველაფერზე ჩაფიქრებულ და გულშემატკივარ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბრძ კაცს.

 

როგორც პირად ტრაგედიას, ისე განიცდიდა საშუალო განათლების საჯარო სკოლებამდე დამდაბლებას... უმაღლესი განათლების სისტემის უკუღმა რეფორმირებას... აკადემიური მეცნიერების სისტემის სრულ დემონტაჟსა და განადგურებას... გუშინდელმა ავგულა მმართველებმა საყვარელ საქმეს ჩამოაცილეს ნობელიანტთა თანამოსაქმე და პირადი მეგობარი, მსოფლიო და ამერიკის ფიზიკურ საზოგადოებათა მიერ აღიარებული თავის წევრად პატივით მიღებული მეცნიერი. რა აბსურდი აღარ მოუგონეს დიდებულ ქართველს, რომელიც მიუხედავად საპატიო ასაკისა და დარბაისლური სიდინჯისა, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბრძნული რჩევებითა და რკინისებური ლოგიკით ფარად ედგა თანამოაზრეებს

 

ჩვენთვის საამაყოა, რომ ბატონი მერაბი პარტია თეთრების" სათავეებთან იდგა და პირველი სიტყვა სწორედ მან თქვა დაფუძნების დღეს.

 

მეგობრებს ისღა დაგვრჩენია, ხუთშაბათს, ქვეყნის უპირველესი უნივერსიტეტის კომპლექსში აღმართულ დავით აღმაშენებლის ტაძარში უკანასკნელი პატივი მივაგოთ სპეტაკ პიროვნებას, გულანთებულ მამულიშვილს, ნათელ და მართალ კაცსვალმოხდილ მეცნიერს - ბატონ მერაბ ჯიბლაძეს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.



 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner