logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ეს ის ჰიმნია, რომელიც ელენე ხოშტარიამ თავის გამოსაშვებ საღამოზე შეასრულა
- +

19 თებერვალი. 2020. 12:59

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც დარბაზში შესულმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და სხვებმა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ე.წ. ოპოზიციონერებს მანდატურის სამსახურმა ტერიტორია მალევე დაატოვებინა.

 

„Гимн МГИМО Текст: Сергей Лавров

 

ეს ის ჰიმნია, რომელიც ელენე ხოშტარიამ შეასრულა მაშინ, როდესაც ჰქონდა გამოსაშვები საღამო „მგიმოში“.

 

ჰიმნის ტექსტის ავტორია სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი!!!

 

უნივერსიტეტის ტრადიციაა, ყველა მღერის აღნიშნულ ჰიმნს გამოსაშვებ საღამოზე!!!

 

ესენი რომ საუბრობენ ევროპელოპაზე და რუსეთს ებრძვიან, ამაზე მეტი ფარისევლობა და დაცინვა მეტი არ ვიცი!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner