logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს!
- +

19 თებერვალი. 2020. 13:10

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს

 

ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ძალზედ სახიფათო ნიშნულს მიაღწია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიბნელემ, ჰომოფობიურმა გამოხდომებმა და ფაშისტურმა ჭენებამ. მან მთელი მსოფლიოს გასაგონად, ასე უტიფრად და კაცობრიობის პროგრესული ნაწილისათვის გულისამრევად განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ღმერთი, ოჯახი და სამშობლო!

 

გულისმომკვლელია, რომ ამერიკას, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ ნათელი და პროგრესული ობამა-ბაიდენის ხელისუფლება მართავდა, რომელსაც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ერთნაირსქესიანთა ქორწინების იმპორტი ჰქონდა გამოცხადებული, დღეს მართავს ყოვლად რეგრესული და საეჭვო ღირებულებების პრეზიდენტი, რომელიც ჩამოფასებულ ცნებებს - ღმერთს, სამშობლოსა და ოჯახს არის გამოკიდებული.

 

ვფიქრობ, ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს, გათავისუფლდეს ამ რეტროგრადი მმართველისაგან.

 

პირველ ეტაპზე ჩვენი მხრიდან საუკეთესო კონტრიბუცია იქნება, ვაშინგტონში ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დესანტი - ეკა გიგაური, ბაია პატარაია, სულხან სალაძე, მიხეილ ბენიძე და სხვები გადავსხათ, ხოლო მერე, თუ საჭირო გახდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც მივაშველოთ.

 

როცა მეგობარი ხალხი განსაცდელშია, ხელი უნდა გამოვიღოთ, თორემ, ტრამპი მეორე ვადითაც თუ გაპრეზიდენტდა, უკვე მთელ მსოფლიოს დაემუქრება ღმერთის, ოჯახისა და სამშობლოს კულტის გაბატონება“, - წერს ხუბუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner