დღეს გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა, 80 წლის უნდა გამხდარიყო.
ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა არაერთ ქართულ კინოფილმსა და სპექტაკლში აქვს ნათამაშები. გადაღებულია ფილმებში „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „პირველი მერცხალი“. ასევე, ცნობილ ქართულ სერიალში „ცხელი ძაღლი“, სულ 71 ქართულ ფილმშია გადაღებული.
გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი.
გურამ ფირცხალავა 2014 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა.