„რა ლოგიკას ავითარებენ, ვერ ვხვდები. ამ თანამდებობაზე სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო?“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის განცხადებას უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გაუგებარია, რა ლოგიკას ავითარებენ, როცა საუბრობენ, რომ პოსტზე კონკრეტული პირი ივანიშვილის გარემოცვიდან დაინიშნა.
„ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში? რა ლოგიკას ავითარებენ, ვერ ვხვდები. ამ თანამდებობაზე სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო?“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.