ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„შარშან ვწერდი, წელსაც ამას ვწერ, ვნახოთ, 1 წლის მერე როგორ შემეცვლება სათქმელი!
ყველაზე უიმედო მაშინ ვიყავი, სულს ამოგხდითო, ხელისუფლების სახელით რომ მემუქრებოდნენ, ნულოვანი ტოლერანტობაო, რომ დამჩხაოდნენ, სახლში რომ ვიყავი გატრუნული და ეზოში გაჩერებული ყველა უცნობი მანქანა ჩემთან მოსული სადამსჯელო რაზმი რომ მეგონა, რომ მეგონა, არასოდეს დასრულდებოდა შიშიანობა და ქვეყნის აღმშენებლობის ეგიდით მწამებლები და სისხლისმღვრელები, ჰოდა, ამ დროს გამოჩნდი და გავიხარე, მხსნელად გიგულე... დედას გაფიცებ, მამას გაფიცებ და ყველა შენს საფიცარს, რაღაც იმედები ისევ თუ დამრჩა, არ გამიცრუო, თორემ იმედგაცრუებული და ნაღალატევი ადამიანი კი არა, ნივთია, ნუ გვაქცევ ნივთებად, ჩვენ ხომ გულწრფელად გამოგყევით, იფიქრეთ ჩვენზეც, ვინც არც ვხატავთ, არც ვმღერით, არც ვმსახიობობთ, არც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ვართ, არც თქვენს სასახლეებში ვიჭყიტებით, არც ენისმოჩლექით გელაპარაკებით და არც გემათხოვრებით, უბრალოდ, იმ ხალხს ენდეთ, ვინც ამ ქვეყნის ტკივილში იხარშება და გულით წუხს და არა სიტყვებით, მედროვე გოგო–ბიჭები სულ „მადროვეს“ რეჟიმში არიან, განა რამდენი წელი კი დაგვრჩა, რომ ისევ ვადროვოთ და უღირსები ავიტანოთ!! დღეს თქვენი დაბადების დღე ყოფილა, მოსალოცები, საერთო სიხარულები და წარმატებები არ მოგკლებოდეს თქვენ, ჩვენ და ამ გადაუშენებელ ქვეყანას!!!
ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!
P.S. მერაბ მამარდაშვილმა თქვა – „ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!“ გახსოვდეთ ზეცა!!!“ - წერს კვაჭანტირაძე.