logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს კონკრეტული დაჯგუფებაა, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება
- +

19 თებერვალი. 2020. 15:08

 

„მე, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ეს არის კონკრეტული დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება წინგადადგმულ ნაბიჯებს და ჩვენს ევროინტეგრაციას“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ წევრების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში სხდომის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.

 

მისი შეფასებით, ეს არის დაჯგუფება, რომელმაც 2008 წელს ქვეყნის ოკუპაცია თავიდან ვერ აიცილა.

 

„მე, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ეს არის კონკრეტული დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს და ჩვენს ევროინტეგრაციას. ეს არის კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც არ სიამოვნებს და არ მოსწონს ის, რომ საგარეო მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აქვთ ევროპის ქვეყნებში, ეს არის ძალა, რომელმაც 2008 წელს ვერ აიცილა თავიდან ქვეყნის ოკუპაცია და რაც მოხდა, რამდენი სოფელი დავკარგეთ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner