„სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს არის თემა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს.
„არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაში მოსყიდვა. ეს არის თემა, რომელიც უკვე 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2018 წლის 10 აპრილს ჩვენ "სითი პარკს" ცალმხრივად გავუწყვიტეთ ხელშეკრულება ზუსტად იმ პრობლემების გამო, რომ ისინი არასწორად წერდნენ ჯარიმებს და ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყო. ჩვენ მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ ეს უკვე განხორცილდეს ამ გამოწერილ ჯარიმებზე, რომლის დიდი ნაწილი არის უკანონო და ადამიანებს ჩამოეწერებათ ჯარიმები. ამას არჩევნებთან არაფერი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.