„გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა,
დეპუტატის შეფასებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და დემოკრატიის ერთად განხილვა წარმოუდგენელია.
„წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილი და დემოკრატია მიახლოებულ ჭრილშიც კი განვიხილოთ. გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს. პირადად ჩემთვის, მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი აქ დასრულდა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით.