„პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიამ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შეიმუშავა და განახორციელა, უპრეცედენტოდ ეფექტური და შედეგიანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა.
„პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიამ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შეიმუშავა და განახორციელა, უპრეცედენტოდ ეფექტური და შედეგიანია. რაც ყველაზე მთავარია, ამ პოლიტიკის შედეგად ოჯახებმა, რომელთაც პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობა ჰქონდათ, გადალახეს ეს სირთულე და საბინაო ფართით დაკმაყოფილების რეალური შესაძლებლობა მიიღეს. დედაქალაქში ასეთი მარტო ერთი კომპანიის „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი და საერთო ჯამში კი, ასეთი 179 დაუმთავრებელი მშენებლობა იყო“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.