logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულშია მხილებული
- +

19 თებერვალი. 2020. 16:37

 

 

 

„ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა კანონის შესაბამისად მოქმედება.

 

„ჩემი შესაფასებელი არ არის კონკრეტული პირის პასუხისგებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი და აღსრულდა სამართლიანობა, ითვლება, რომ დასრულდა ეს პროცესი. ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული, მსჯავრდებულია და სასჯელის მოხდის შემდგომ ციხიდან უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დატოვებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner