ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მოხალისეების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ გმირთა მოედნისა და ზოოპარკის ტერიტორიას ასუფთავებენ.
ყანდიაშვილი აცხადებს, რომ მომავალი თაობით ამაყობს.
„1. გაინტერესებთ - როგორია საქართველოს დღევანდელი ახალგაზრდობა?
2. როგორები არიან ჩვენი შვილები?
3. როგორ საზოგადოებას შექმნიან ეს სიცოცხლით სავსე ადამიანები?
ნახეთ და იამაყეთ - ეს საქართველოა!!!"- წერს ყანდიაშვილი.