logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
- +

19 თებერვალი. 2020. 16:56

 

 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება. ჰოფბურგის სასახლეში,  ასამბლეის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი და სამი გენერალური კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომებში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს.

 

ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების 300-მდე პარლამენტარი ეუთო-ს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე - უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მიგრაციის, ეკონომიკის და გენდერულ საკითხებზე  დისკუსიებს გამართავენ.

 

ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, საქართველოს პარლამენტიდან, დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი დაესწრებიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner