logo_geo
eng_logo
ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

19 თებერვალი. 2020. 17:30

 

ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებულია ორი პაციენტი.

 

ისინი იზოლირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა ეროვნების არიან დაინფიცირებული.

 

ჩინეთში კორონავირუსით, ბოლო მონაცემებით, 2012 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 75 280 ადამიანი, 15 030 პაციენტი კი განიკურნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner