logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: „ვარდების რევოლუცია“ თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი
- +

19 თებერვალი. 2020. 17:46

 

ობიექტური არჩევნებით ნაციონალები ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ!“ - ამის შესახებ  ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ანალიტიკოსი და ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი  გაზეთ „ასავალ-დასავალთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

ობიექტური არჩევნებით ნაციონალები ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ! სხვათაშორის, როგორც კი ხმის მიცემა დაიწყო, ჩემთან მაშინვე დაიწყო ინფორმაციის შემოსვლა, უბნებზე მოდიან ჯგუფ-ჯგუფად ვიღაც ქალბატონები და სიებში არყოფნის გამო დამატებით სიებში შეყვანას ითხოვენო! გავეცი ბრძანება – ყველა შეიყვანეთ დამატებით სიებში-მეთქი! ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა ინფორმაცია, რომ დიღომში დააფიქსირეს ორი დიდი ავტობუსი, რომელშიც ჟვანიას პარტიის წევრები სხედანო! მივხვდი, ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებდნენ და გავეცი განკარგულება, აღარ შეეყვანათ არავინ დამატებით სიებში! ცოტა ხანში დიდი პრეტენზიით მირეკავს ზურაბ ჟვანია, რატომ მოგვატყუეთო? ვუპასუხე – ბოდიში, რომ „კარუსელის დატრიალების“ საშუალება არ მოგეცით–მეთქი! მოკლედ, ამათ „ვარდების რევოლუცია“ თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი ე.წ. არჩევნების გაყალბების მოთხოვნით!“ - აღნიშნა დევდარიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner