logo_geo
eng_logo
მოხუცმა ქალბატონმა მთელი დღის ნაგროვი მოწყალება სტიქიით დაზარალებული ბავშვებისათვის გაიღო
- +

13 ივნისი. 2016. 15:07


„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე,  მოხუცმა ქალბატონმა, რომელიც თავს მოწყალებით შეგროვილი ფულით ირჩენს, მთელი დღის თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღო.


ამის შესახებ ინფორმაციას ლევან ჩიტაძე ავრცელებს.



„თეთრებში ჩაცმულმა ქალბატონმა, რომელიც თავს შემწეობით ირჩენს, სტიქიით დაზარალებული ბავშვებისათვის შემწეობა ბოლო ფულით გაიღო. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, მოგვიახლოვდა, ჩანთის წინა ჯიბე გახსნა, მუჭით ხურდები ამოასუფთავა და გამოგვიწოდა, მეც ინსტინქტურად ხელი გავუწოდე. ხურდები ხელში გამეყინა. 2 წამით მეტროს შესასვლელთან კუთხეში გაჩერდა, ვეცადე, მისგან შეუმჩნევლად ფოტო გადამეღო, როგორც ჩანს, შეამჩნია და სწრაფად გაუჩინარდა. ეს ქალბატონი თბილისის ქუჩებისათვის ცნობილია, მის მდგომარეობაზე ვერაფერს დავწერ... ვერც ჩვენს ემოციებზე და შეფასებებზე, ყველაფერი ფოტოზე ჩანს", - წერს ჩიტაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner