logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა
- +

19 თებერვალი. 2020. 18:23

 

„ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა.

 

„ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა.

 

სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.

 

აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner