logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას აწყობენ
- +

19 თებერვალი. 2020. 18:39

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ჯონდო ცერცვაძე სოციალურ ქსელში გუშინ ოპოზიციის მიერ ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერებას ეხმაურება და საზოგადოებას ამ ფაქტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

 

„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, და განსაკუთრებით კი, როგორც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდისთვის, უმძიმესი და შეურაცხმყოფელი იყო ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს პარლამენტში.

 

მოვდივარ თბილისში! ერთად გავაპროტესტოთ და მოვთხოვოთ ოკუპანტის ჰიმნის გამჟღერებლებს მანდატის დატოვება!

 

19:30 სთ., „ევროპული საქართველოს“ ოფისი, ბარნოვის 40“, - წერს ჯონდო ცერცვაძე.

 

ინფორმაციისთვის, გუშინ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner