logo_geo
eng_logo
მამუკა წოწერია: „ნაციონალურმა ოპოზიციამ“ პარლამენტში მისთვის ყველაზე სანუკვარი მელოდია - რუსეთის ჰიმნი გააჟღერა
- +

19 თებერვალი. 2020. 19:40

 

 

„ნაციონალური ოპოზიციის“ ქვეცნობიერმა აშკარად იმუშავა. მან პარლამენტში მისთვის ყველაზე სანუკვარი მელოდია - სსრკ და დღეს უკვე რუსეთის ჰიმნი გააჟღერა“,- ასე ეხმიანება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.

 

წოწერიას შეფასებით, პარლამენტში ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერება გაცილებით მძიმე ინციდენტია, ვიდრე გავრილოვი პარლამენტში.

 

„ვიცით, რომ მის უმრავლესობას ბელადისა და ლიდერების თამადობით, საბჭოთა უშიშროების ჯარში მსახურების, „მგიმოში“ სწავლისას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ სხვა მაღალ თანამდებობებზე „მოღვაწეობისას“ გულწრფელად სიამაყით აძგერებიათ გულები! მაგრამ კიდევ ერთხელ უტიფრად ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა არ უნდა გავუტაროთ“, - წერს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

მამუკა წოწერია აღნიშნავს, რომ სერგეი გავრილოვის პარლამენტში ყოფნის გამო, საკანონმდებლო ორგანოს მაშინდელი თავმჯდომარე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატიც დატოვა. სწორედ იმავეს მოითხოვენ ოკუპანტის ჰიმნის გამჟღერებლებისგან.

 

იგივე ფრაზა - „დატოვონ მანდატი საქართველოს პარლამენტში ოკუპანტის ჰიმნის გამჟღერებლებმა“, გაზიარებული აქვთ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქიას და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას.

 

ცნობისთვის, დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს ჩართეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner