logo_geo
eng_logo
გიორგი ჭირაქაძე: ბიზნესმენები ვხედავთ, რომ ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის
- +

13 ივნისი. 2016. 15:08


საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის და იმედი აქვთ, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება.



მე, პირადად, წლის დასაწყისში უფრო მეტად პესიმისტურადაც ვიყავი განწყობილი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არც მქონდა მოლოდინი, რომ 3%-თან ახლოს ან ცოტათი მეტიც იქნებოდა, განსაკუთრებით როცა ვუყურებ თუ რა ხდება რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნებია მოახლოებული. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, გვინდა ზრდა 6 და 10% იყოს, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ნორმალურია.

წინასწარი პროგნოზის გაკეთება ბიზნესისთვის არის რთული, თუმცა პირველ კვარტალში გაზრდილია ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა, რაც ნამდვილად აისახა ქვეყანაზე. ჩვენ, ბიზნესმენები ვხედავთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და არჩევნები და პოლიტიკა გავლენას არ იქონიებს. თუ ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, 3%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალურია, შეიძლება მეტიც იყოს" , - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner