logo_geo
eng_logo
კურტ ვოლკერმა: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა..
- +

19 თებერვალი. 2020. 20:12

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განმარტება გააკეთა თავისი ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და აგვისტოს ომს ეხებოდა.

 

„სწორი ვერსია: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. სიმართლე ის არის, რომ ის გაბრაზებული იყო რიტორიკით, თუმცა რუსეთის აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“, - დაწერა კურტ ვოლკერმა Twitter-ის გვერდზე.

 

კურტ ვოლკერმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გამო დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner