ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. ბაღათურიას განცხადებით, „რუსთავი 2" არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრება და გაფორმებული აქვს მეგობრების სახელზე. ბაღათურიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პროცესი არის ქონებრივი დავა მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის, სხვა პროცესებს ადგილი არ აქვს.
„რუსთავი 2" არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრება და გაფორმებული აქვს თავისი მეგობრების სახელზე. „რუსთავი 2" მიხეილ სააკაშვილმა ქიბარ ხალვაშისგან უკანონოდ, ძალადობით მიითვისა. თავის დროზე ხალვაში აიძულეს, „რუსთავი 2" ეყიდა. ამ კაცმა ფული გადაიხადა, ინვესტიციები განახორციელა და შემდგომში წაართვეს. „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ქონებრივი დავაა, სხვა პროცესს აქ ადგილი არ აქვს", - განაცხადა ბღათურიამ.