logo_geo
eng_logo
იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ
- +

20 თებერვალი. 2020. 00:07

 

 

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ“ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

 

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ შეხვედრაზე მას ცუდი არაფერი გაუკეთებია და ვერავინ ვერაფერს დააბრალებს ისეთს, რაც არ გაუკეთებია:

 

„ჩემი შეხვედრით ხელისუფლება ვერაფერს ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია ამ შეხვედრაზე. სანამ მე ცუდად არ მოვიქცევი, სანამ მე წესიერად ვიქცევი და ჩემი ყველა საქციელის და ქმედების ახსნის საშუალება მაქვს, ვერავინ ვერაფერს ვერ დამაბრალებს ისეთს, რაც არ ჩამიდენია. ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსებს სახელს უტეხავდნენ მსგავსი შეხვედრებით, იქ შეხვედრის გამო არ ხდებოდა მათი სახელების გატეხვა. შეხვედრის შედეგად რასაც ეთანხმებოდნენ და ხელს აწერდნენ, მაგის გამო ხდებოდა. ჩვენ გვაქვს ასეთი წარსული, რომ შეხვედრები მერე ნიშნავდა რაღაც სხვადასხვა კოალიციების, რვიანების, ექვსიანების თუ რაღაცეების დაშლას, ამიტომ რადგანაც გვაქვს ცუდი წარსული, ადამიანები, რომლებიც ასეთ წარსულში და ამ გამოცდილებაში ცხოვრობდნენ, ჩემზე ფიქრობენ ამას, მაგრამ მე ასეთი არ ვარ“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner