logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას დარბაზში
- +

20 თებერვალი. 2020. 00:50

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“, – წერს ფრაქციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner