logo_geo
eng_logo
ვანო მერაბიშვილი: ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან
- +

20 თებერვალი. 2020. 11:14

 

ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან და მე ყველა მათგანს შევხვდები“, -  ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და დასკვნებს გააკეთებს, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

ექს-მინისტრი მისი ყოფილი თანაგუნდელების ორად გაყოფის შესახებ წუხილს გამოთქვამს.

კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა.

 

ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა ამოეწურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner