logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა
- +

20 თებერვალი. 2020. 11:18

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას  და დენის ბარდიანს უმასპინძლეს.

 

სამუშაო შეხვედრას კი გაუძღვნენ საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო კერესელიძე და შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კანდელაკი.

 

სტუმრები გაეცნენ საქართველოში მოქმედ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამას და დღგ-ს ზედმეტობის ხელოვნურად შექმნისა და გამოყენების მაგალითებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner