logo_geo
eng_logo
ლარი ტესლერი, რომელმაც კომპიუტერული ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“, „ჩასმა“ გამოიგონა, გარდაიცვალა
- +

20 თებერვალი. 2020. 11:35

 

 

კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი პიონერი, ლარი ტესლერი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მან მოიგონა ცნობილი ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“ და „ჩასმა“ და კლავიშების Ctrl X, Ctrl C და Ctrl V-ს მეშვეობით, პერსონალური კომპიუტერების გამოყენება ყველასთვის უფრო გაამარტივა.

 

ლარი ტესლერმა აშშ-ის „სილიკონის ველში“ მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო. ის „Apple“-ის, „Xerox“-ის, „Amazon“-ის და „Yahoo“-ს თანამშრომელი იყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner