logo_geo
eng_logo
ვახტანგ ანთია: სალექციო აუდიტორიებში სხვადასხვა ჯურის მღრღნელები ამოძვრებიან ხოლმე
- +

13 ივნისი. 2016. 15:18


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ კონცეფციაში, რომელიც მან წარადგინა, თსუ-ს სხვადასხვა კორპუსის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსები უნდა გამოინახოს.


კატასტროფულ მდგომარეობაშია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და სხვა სასწავლო კორპუსები. ერთადერთი პირველი კორპუსი გარემონტდა ბ-ნი ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით. უნივერსიტეტის სოლიდური ბიუჯეტი, სწორად ჩამოყალიბებული პრიორიტეტების პირობებში, იძლეოდა  იმის  შესაძლებლობას, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ დარჩენილიყო ასეთ სავალალო მდგომარეობაში, სალექციო აუდიტორიებში არ ყოფილიყო ორმოები, რომლებიდანაც სხვადასხვა ჯურის მღრღნელები ამოძვრებიან ხოლმე.  უნდა მოხდეს ფინანსური რესურსების მოძიება ამ სასწავლო ფართების რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა ანთიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner