logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: ვანო მერაბიშვილის პირველივე განცხადება მიანიშნებს, რომ მისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო
- +

20 თებერვალი. 2020. 11:49

 

ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომლითაც ვანო მერაბიშვილის მიერ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმურა.

 

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არაა.

 

ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის“, - აღნიშნავს დეპუტატი.

 

დავით ჭიჭინაძის აზრით, დღევანდელი განცხადებები მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები კვლავ ძალადობაზე არიან ორიენტირებული.

 

თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტორებული და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, იძლევა გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. 

 

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner