logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, სახლში რომ მივა
- +

20 თებერვალი. 2020. 12:03

 

„ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, - ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის ციხის“ კარები ფართოდ გაიღება“.

 

ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით.

 

თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში.

ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება, ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner