„ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას, თქვე დაუნდობელო ჯალათებო“, - წერს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს „ოცნებას“, ხალხი ვანო მერაბიშვილსა და მათ ხელისუფლებას უკან არ მოუშვებს.
„ეს, ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას, თქვე დაუნდობელო ჯალათებო. რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს „ოცნებას“, ხალხი თქვენ უკან არ მოგიშვებთ. კარგად გვახსოვს, თქვენი სისხლის მდინარეები, თქვე დაუნდობელო მკვლელებო“, - წერს ია მეტრეველი.