logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია და რომან კაკულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდნენ
- +

20 თებერვალი. 2020. 12:28

 

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდნენ.

 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე. როგორც  აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვის და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. როგორც აღინიშნა, საქართველოში არსებული უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანაა ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მაკროეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner