„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა ექსპრემიერის მიერ ციხის დატოვების შეფასებისას „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს - იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში.
თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა - 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, - განაცხადა კვიციანმა.
შეგახსნებთ, რომ თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - განაცახდა ყოფილმა მინისტრმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ.