logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შევამცირეთ
- +

20 თებერვალი. 2020. 13:15

 

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ  დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.

 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4%-ის ოდენობით, თუმცა, დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შეგვემცირებინა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner