logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა
- +

20 თებერვალი. 2020. 13:16

 

ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშის კვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელიეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა “, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის განთავისუფლების კომენტირებისას გააკეთა.

 

ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშის კვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელიეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის.

 

ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. ორი გვამიც უნდა გქონდეს, გირგვლიანიც უნდა გყავდეს და ყველა ადამიანის სისხლი დაღვარო, ვინც არ დაგემორჩილება და ოჯახებზე გადაიარო. ადამიანი ამით ცხოვრობს და მათი ტაქტიკა იყო, ადამიანის დათრგუნვა და მისთვის სიცოცხლის წართმევა.

 

სწორად ეს მიაჩნიათ და ვანო მერაბიშვილმა ამაზე ისაუბრა. სიტყვადამხობას სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს.

 

დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა, იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია. როცა შვიდ წელ ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია, რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გამოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე, საქმე რაშია.

 

ვანო მერაბიშვილს ხმა საერთოდ არ უნდა ამოეღო, განა, არ ვიცით, რომ დამნაშავე იყო და ეს ყველაფერი დანაშაულად არ მიაჩნიაგინდ, მატროსოვის კარის გაღება, გინდ დამხობა და გინდ სისხლის დაღვრა.

 

ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, მას ვხედავ, როგორც დამნაშავეს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსნებთ, რომ თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner