logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია ვანო მერაბიშვილზე: „ორი გვამის პატრონი“ პოლიტიკაში აქტიურად ვერ მობრუნდება
- +

20 თებერვალი. 2020. 13:26

 

„ორი გვამის პატრონი“ პოლიტიკაში აქტიურად ვერ მობრუნდება“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ,  ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის განთავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი კალენდრიდან ამოხეული ფურცელია.

 

„ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი და თუ რომელიმე პარტია სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმე და მათი გადასაწყვეტია. დანარჩენი ყველაფერი არის „ბლეფი“.

 

„ორი გვამის პატრონი“ პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული“, - განაცხადა ქანთარიამ.

 

შეგახსნებთ, რომ თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner