logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: პრემიერთან დაკავშირებით ერთ საიდუმლოს გავამჟღავნებ
- +

29 თებერვალი. 2016. 12:58


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებისა და პრემიერ-მინისტრის გუშინდელ შეხვედრას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე პრემიერმა მმართველობითი ხარჯების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ პრემიების საკითხი დღემდე მოუგვარებელია და ეს ქართველი ხალხის გაღიზიანებას იწვევს.


„პრემიერმა გააჟღერა მისი ხედვა მმართველობით ხარჯებთან დაკავშირებით. მისი ხედვა თავიდან ბოლომდე ემთხვევა ჩემს შეხედულებებს. მინდა, პატარა საიდუმლოც გავამჟღავნო. პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა, რომ მის ოჯახს ესარგებლა სამსახურებრივი ავტომანქანით. პრემიერს ამის უფლება აქვს, მაგრამ უარი განაცხადა. მე მომეწონა მისი გამოთქმული მოსაზრება, რომ იქნებ ვიფიქროთ მმართველობითი ხარჯების მაქსიმალურად შემცირებაზე. ეს მოსაზრება არ ეხება მხოლოდ შავი მანქანების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ვისარგებლე შემთხვევით და კვლავ დავსვი პრემიების შეზღუდვის მოთხოვნის საკითხი. ჩემი აზრით, ეს საკითხი იყო და რჩება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად", - განაცხადა ქუცნაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner