პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა გაიხსენა რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული დასკვნა, სადაც საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურად არის შეფასებული, რაც პოზიტიური გზავნილია დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის და ასევე, დასავლელი ინვესტორებისთვის. ამის შემდეგ დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს კითხვით მიმართა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროგრესი შეუქცევადი იყოს?